შენს ენაზე, შენი ქვეყნის სამართლით
ონბორდინგზე ირჩევ ქვეყანას — და რეპორტიც იმ ენაზე იწერება, იმ კანონმდებლობით ფასდება. თუ დოკუმენტში სხვა ქვეყნის სამართალია მითითებული, AI ამ შეუსაბამობასაც ცალკე გაჩვენებს.
დაასკანერე ან ატვირთე დოკუმენტი — UnioAI წაგიკითხავს შენს ენაზე და შენი ქვეყნის კანონმდებლობით, გაჩვენებს რა არის მასში სარისკო და ხელმოწერამდე მიგიყვანს.
ეს AI-ანალიზია და არა იურიდიული რჩევა.
ხელშეკრულება დამქირავებლის სასარგებლოდაა დახრილი.
ოცი გვერდი, უცხო ტერმინები, ხშირად სხვა ენა — და ბოლოს მაინც ხელს აწერ, იმედით რომ იქ ცუდი არაფერი წერია. სწორედ იმ მუხლებს ვერ ამჩნევ, რომლებიც შენს წინააღმდეგ მუშაობს.
იურისტს ეკითხები — თუ დრო და ბიუჯეტი გაქვს.
წუთებში იღებ რისკების რუკას, სანამ იურისტთან მიხვალ.
ინგლისურენოვან რეპორტს ისევ თარგმნი.
რეპორტი დაწერილია ქართულად, ქართული სამართლით.
ხელმოწერისთვის ბეჭდავ, აწერ, სკანერავ.
ხელს აწერ თითით — ან ბმულს უგზავნი მეორე მხარეს.
ონბორდინგზე ირჩევ ქვეყანას — და რეპორტიც იმ ენაზე იწერება, იმ კანონმდებლობით ფასდება. თუ დოკუმენტში სხვა ქვეყნის სამართალია მითითებული, AI ამ შეუსაბამობასაც ცალკე გაჩვენებს.
ხელმოსაწერად ბმულს უგზავნი ვინმეს: ის ხსნის ბრაუზერში, თითით აწერს და ამთავრებს. არც აპი სჭირდება, არც ანგარიში. UnioAI-ის მომხმარებელს მოთხოვნა პირდაპირ აპში მიუვა.
კამერა კიდეებს თავად ამოიცნობს, გვერდებს გადაალაგებ ან წაშლი და ერთ PDF-ად შეინახავ. მზა PDF-ს ან სურათსაც ატვირთავ — 50 MB-მდე.
აღწერე, რა გჭირდება — AI დაწერს ხელშეკრულებას ან წერილს. მერე სთხოვ ჩასწორებას („დაამატე ფორს-მაჟორის მუხლი"), ვერსიებს შორის დაბრუნდები და PDF-ად დაასრულებ.
ხელმომწერი თავად წყვეტს, ხელმოწერა დოკუმენტზე დაიხატოს თუ არა. უხილავის შემთხვევაში ფაილი ბაიტამდე უცვლელი რჩება, მტკიცებულება კი SHA-256 ანაბეჭდია.
საქაღალდეები, ძებნა, გაზიარება მეილით ან დაცული ერთჯერადი ბმულით — ვადითა და გამოყენების ლიმიტით.
კამერით გადაიღე მრავალგვერდიანი დოკუმენტი ან ატვირთე მზა PDF.
იღებ რისკის ქულას (0–100), შეჯამებას და კონკრეტულ findings-ს რეკომენდაციებით — შენს ენაზე.
ხელი მოაწერე თითით, ხელმოწერა სხვას სთხოვე ბმულით, ან დოკუმენტი დაცულად გააზიარე.
ხელშეკრულებაში შენი ხელფასი, მისამართი და პირობები წერია. ამიტომ უსაფრთხოება აქ დამატებითი ფუნქცია არ არის.
ავთენტიფიკატორის აპით ან მეილზე გამოგზავნილი კოდით; აღდგენის კოდებით.
ხელმოწერა მიბმულია ზუსტად იმ ფაილზე, რომელიც ხელმომწერმა გახსნა — ფაილის შეცვლა ანაბეჭდს არღვევს.
გაზიარების ბმულს აქვს ვადა და გამოყენების ლიმიტი; ბმული მხოლოდ ერთხელ ჩანს.
ორეტაპიანი დადასტურების საიდუმლოები და აღდგენის კოდები ბაზაში დაშიფრულად ინახება.
UnioAI მალე იქნება Google Play-ზე.
მალე Google Play-ზე მალე